პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კირილ ბუდანოვის განცხადებით, კიევთან ახლოს სოფელში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი ყველა ადამიანი დაისჯება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. მედიის ცნობით, საქმე ეხება კერძო სახლში დაახლოებით 40 უკრაინელი სამხედროს უკანონო დატყვევებას.

კირილ ბუდანოვის განცხადებით, კიევთან ახლოს სოფელში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი ყველა ადამიანი დაისჯება
იმედინიუსი

კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გვიან ღამით განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის დაუშვებელია და ზიანს აყენებს უკრაინელთა ერთობას, განსაკუთრებით, რუსული აგრესიის დროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.

მისი თქმით, ახლა მომხდარი ფაქტის ყველა გარემოებას სწავლობენ. მან პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი ორგანოები ყველა დეტალს არკვევენ, რათა მომხდარის ობიექტური და სრული სურათი დაადგინონ, მიიღონ საჭირო ზომები, რათა პასუხი აგებინონ ყველა დამნაშავეს, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს“, - განაცხადა ბუდანოვმა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ძალოვან უწყებებთან ერთად მიმდინარეობს საჭირო გამოსავლის ძიება.

მან ყველა უკრაინელს მოუწოდა, ნებისმიერი გადაწყვეტილებისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების დროს ერისა და სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელონ.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკირილ ბუდანოვი - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში განვითარებული მოვლენები მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას - ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი ორგანოები ყველა დეტალს არკვევენ, რათა მომხდარის ობიექტური და სრული სურათი დაადგინონ, მიიღონ საჭირო ზომები, რათა პასუხი აგებინონ ყველა დამნაშავეს, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიევთან ახლოს საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების მტკიცებით, მათ მიაკვლიეს სახლს, სადაც ჯარისკაცები უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები