პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გუშინ განვითარებული მოვლენები უკრაინელთა ერთიანობას ზიანს აყენებს - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვის განცხადებით, პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და უკრაინელთა ერთიანობას ზიანს აყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ზიანს აყენებს უკრაინელთა ერთიანობას.
მისი განმარტებით, ამჟამად შესაბამისი ორგანოები გამოძიებას ატარებენ, რათა დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
"პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ზიანს აყენებს უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე.
სამართალდამცავი ორგანოები და შესაბამისი უფლებამოსილი უწყებები ყველა დეტალს იკვლევენ, რათა მოვლენების ობიექტური და სრული სურათი დაადგინონ, მიიღონ აუცილებელი ზომები დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და მომავალში, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
ამჟამად ძალოვან უწყებებთან ერთად ვამუშავებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, რათა სათანადო რეაგირება მოვახდინოთ და პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ.
მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას, ყოველთვის იხელმძღვანელონ ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებით", - წერს ბუდანოვი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაკირილ ბუდანოვი - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში განვითარებული მოვლენები მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას - ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება
კირილ ბუდანოვის განცხადებით, კიევთან ახლოს სოფელში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი ყველა ადამიანი დაისჯება
ციტატები სტატიიდან
„პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ზიანს აყენებს უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე. სამართალდამცავი ორგანოები და შესაბამისი უფლებამოსილი უწყებები ყველა დეტალს იკვლევენ, რათა მოვლენების ობიექტური და სრული სურათი დაადგინონ, მიიღონ აუცილებელი ზომები დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და მომავალში, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ძალოვან უწყებებთან ერთად ვამუშავებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, რათა სათანადო რეაგირება მოვახდინოთ და პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ. მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას, ყოველთვის იხელმძღვანელონ ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…