ირაკლი ზარქუა ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან "ნაცმოძრაობის" ამოშლაზე: ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან
ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან „ნაცმოძრაობის“ ამოშლის შემდეგ, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გაერთიანებას „ბუტაფორია“ უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური არენიდან მთლიანად გამქრალია.

ოპოზიციური ალიანსის ახალი ლოგო "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - სააკაშვილის პარტიასთან დაპირისპირების შემდეგ, "ნაცმოძრაობა" ლოგოდანაც ამოშალეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან არ გაურიცხავთ და გაერთიანება თავად დატოვეს.
შეფასება კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გამქრალია, ალიანსის ხელოვნურად შექმნის მიზანი კი საკუთარ მხარდამჭერებზე გათვლილი ნაბიჯი იყო.
როგორც პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, ალიანსი ბუტაფორია იყო, მათი პატრონების მიერ დაკვეთილი.
"ეს ალიანსი ბუტაფორია იყო, ეს იყო მათი პატრონების მიერ დაკვეთა, რომ შეექმნათ რაღაც განცდა, იმ რაღაც მიმდევრებისთვის, რომლებიც შემორჩათ, რომ ერთიანი რაღაც ფონდი ყალიბდება ოპოზიციური. სინამდვილეში, განსხვავებული მრწამსის, ხედვის, ღირებულების, პოლიტიკური წარსულის, ერთად შეყარეს. აი, რა უქნეს პატრონებმა ამ უსამშობლოებს... ჩაერგო ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას? და იქით გვარამია, თენგო, ისიც იქაჩება მაგრად. შესაბამისად, მათი ერთობა გამორიცხულია, ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული "ერთობა". რისთვის? თავიანთი მიმდევრებისთვის რომ ენახებინათ, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან, ასე რომ, ეგ მაგათ არაფერს დააკლებს", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს ალიანსი ბუტაფორია იყო, ეს იყო მათი პატრონების მიერ დაკვეთა, რომ შეექმნათ რაღაც განცდა, იმ რაღაც მიმდევრებისთვის, რომლებიც შემორჩათ, რომ ერთიანი რაღაც ფონდი ყალიბდება ოპოზიციური. სინამდვილეში, განსხვავებული მრწამსის, ხედვის, ღირებულების, პოლიტიკური წარსულის, ერთად შეყარეს. აი, რა უქნეს პატრონებმა ამ უსამშობლოებს... ჩაერგო ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას? და იქით გვარამია, თენგო, ისიც იქაჩება მაგრად. შესაბამისად, მათი ერთობა გამორიცხულია, ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული "ერთობა". რისთვის? თავიანთი მიმდევრებისთვის რომ ენახებინათ, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან, ასე რომ, ეგ მაგათ არაფერს დააკლებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…