პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ზარქუა – ოპოზიციის ალიანსი იყო ბუტაფორია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის ალიანსი ბუტაფორია იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური არენიდან მთლიანად გაქრა. მისი მტკიცებით, განსხვავებული შეხედულებებისა და ამბიციების მქონე ლიდერებს შორის ერთობა გამორიცხულია.

ირაკლი ზარქუა – ოპოზიციის ალიანსი იყო ბუტაფორია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან
პირველი არხი

ოპოზიციის ალიანსი ბუტაფორია იყო. მათი პატრონების მიერ იყო დაკვეთა, რომ ოპოზიციისთვის შემორჩენილი მიმდევრებისთვის რაღაც განცდა შეექმნათ, თითქოს ოპოზიციური ერთიანი ფრონტი ყალიბდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სინამდვილეში, განსხვავებული მრწამსის, ხედვის, ღირებულებების, პოლიტიკური წარსულის ადამიანები ერთად შეყარეს.

„უსამშობლოებს მათმა პატრონებმა რა უქნეს. როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ ერთობლივ ძალად? მათ რომ ჰკითხო, ყველა არის ცოტნე დადიანი, დავით აღმაშენებელი და მებრძოლი რაინდი. „ჩერგო“ ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას? გვარამია-თენგო? ისიც, იქით „იქაჩება“. ის „ტოპტვინაც“ ლიდერებში გადის. მათ რიგებში ერთობა გამორიცხულია. ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული თემა, რათა თავიანთი მიმდევრებისთვის ენახებინათ, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უსამშობლოებს მათმა პატრონებმა რა უქნეს. როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ ერთობლივ ძალად? მათ რომ ჰკითხო, ყველა არის ცოტნე დადიანი, დავით აღმაშენებელი და მებრძოლი რაინდი. „ჩერგო“ ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას? გვარამია-თენგო? ისიც, იქით „იქაჩება“. ის „ტოპტვინაც“ ლიდერებში გადის. მათ რიგებში ერთობა გამორიცხულია. ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული თემა, რათა თავიანთი მიმდევრებისთვის ენახებინათ, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები