სოზარ სუბარი: მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ელენე თევდორაძეს იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია
სოზარ სუბარმა ელენე თევდორაძეს ადამიანის უფლებების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და გაიხსენა მისი როლი სულხან მოლაშვილის მონახულებასა და მეგის ქარდავას ქმედებების მხილებაში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების განხილვისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს.
მისი განცხადებით, ელენე თევდორაძე, რომელიც იმ პერიოდში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებადარღვეულთა მხარდაჭერისთვის იბრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო.
სოზარ სუბარი იხსენებს, რომ ელენე თევდორაძე, ევროსაბჭოს წარმომადგენელ მათიას იორშთან ერთად, მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად შევიდა და მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.
„როცა ვიხსენებთ იმ საშინელებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ადამიანის უფლებების სფეროში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ელენე თევდორაძე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იყო ადამიანის უფლებების ხმალამოღებული დამცველი და ყველა უფლებადარღვეულის ქომაგი და მფარველი. ის იყო პირველი, ვინც ევროსაბჭოს წარმომადგენელ მათიას იორშთან ერთად შევიდა მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას.
როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, პარლამენტში ერთ-ერთი მოხსენების დროს ვლაპარაკობდი იმ საშინელებებზე, რომლებსაც მეგის ქარდავა სჩადიოდა. რასაკვირველია, ამას ხმაური მოჰყვა - აცხადებდნენ, რომ ყველაფერი ტყუილი და მოგონილი იყო. ამ დროს ქალბატონი ელენე მიკროფონთან მივიდა და დაადასტურა, რომ ჩემი ნათქვამი თავიდან ბოლომდე სიმართლე იყო. მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ჰქონდა ადამიანებისგან მოსმენილი იმ საშინელი ფაქტების შესახებ, რომლებიც ჩემს მოხსენებაში მოვიყვანე. მაშინ ელენე თევდორაძემ თქვა: „ბოლოს და ბოლოს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა?!“
მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ელენე თევდორაძეს იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ბოლოს და ბოლოს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა?!“
„როცა ვიხსენებთ იმ საშინელებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ადამიანის უფლებების სფეროში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ელენე თევდორაძე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იყო ადამიანის უფლებების ხმალამოღებული დამცველი და ყველა უფლებადარღვეულის ქომაგი და მფარველი. ის იყო პირველი, ვინც ევროსაბჭოს წარმომადგენელ მათიას იორშთან ერთად შევიდა მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას. როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, პარლამენტში ერთ-ერთი მოხსენების დროს ვლაპარაკობდი იმ საშინელებებზე, რომლებსაც მეგის ქარდავა სჩადიოდა. რასაკვირველია, ამას ხმაური მოჰყვა - აცხადებდნენ, რომ ყველაფერი ტყუილი და მოგონილი იყო. ამ დროს ქალბატონი ელენე მიკროფონთან მივიდა და დაადასტურა, რომ ჩემი ნათქვამი თავიდან ბოლომდე სიმართლე იყო. მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ჰქონდა ადამიანებისგან მოსმენილი იმ საშინელი ფაქტების შესახებ, რომლებიც ჩემს მოხსენებაში მოვიყვანე. მაშინ ელენე თევდორაძემ თქვა: „ბოლოს და ბოლოს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა?!“ მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ელენე თევდორაძეს იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…