პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,ვის არ აწყობს და ეშინია ღარიბაშვილის სიმართლის გამოაშკარავების?!

საქართველოს პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი პროკურატურას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უწყებას და სახელისუფლებო ვერტიკალს ყოფილი პრემიერის საქმეზე სიმართლის გამოაშკარავების ეშინიათ და ამიტომ ხურავენ სასამართლო სხდომებს.

,,ვის არ აწყობს და ეშინია ღარიბაშვილის სიმართლის გამოაშკარავების?!
ალია

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ყოფილი პრემიერის საქმეზე ახალი გამოძიება არ დაიწყება:

,,კითხვა:

– თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს ტყუილს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასახელებს პიროვნებას და მზადაა სხვა პირებიც დაასახელოს, ვის აწყობს ამ ტყუილის გამოაშკარავება და ობიექტური გამოძიების ჩატარება?

პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს!

კითხვა:

– თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს და შეუძლია დაასახელოს პირები, რომლებიც მოითხოვდნენ მისგან არარსებული ბრალის აღიარებას და ახდენდნენ მასზე ზეწოლას, ვის არ აწყობს და ეშინია სიმართლის გამოაშკარავების და არ უნდა უნდოდეს ობიექტური გამოძიების ჩატარება?

პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს!

კითხვა:

– თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე გამოირიცხება შიში პოლიტიკური სარჩულით დევნისა, ვის უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების საჯარობაა?

პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს!

კითხა:

– თუ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება და პროკურატურა სამართლებრივად წელგამართულია და ასევე არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს პოლიტიკური განცხადებებისა და მხილებისა, ვის არ უნდა აწყობდეს სასამართლო სხდომების დახურვა?

პასუხი მარტივია- პროკურატურას და შესაბამისად სახელისუფლებო ვერტიკალს!

როგორია მოცემულობა?

პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას!!!

პროკურატურა ითხოვს სასამართლო სხდომების დახურვას და სასამართლოც უკმაყოფილებს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ შუამდგომლობას!

მთავარი კითხვა:

ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხის უმრავლესობა როგორია?

პასუხი უტყუარია- გონიერი და საღად მოაზროვნე!!!

დასკვნაც მარტივია, ხომ???

პ.ს. დანარჩენი “თუები” შემდგომ…

პ.ს. პ.ს. ვინც ვერ გაიგეთ, ასქროლეთ, თქვენ ვერც გაიგებდით…“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება - მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები