ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევრობიუროკრატიამ უღალატა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობის იდეას - აკაკი ალადაშვილი

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ემანუელ მაკრონის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს, ხოლო ფრიდრიხ მერცს მოსახლეობის 79% არ ენდობა. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ეს ევრობიუროკრატიის მარცხია, რომელმაც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების იდეას უღალატა.

ევრობიუროკრატიამ უღალატა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობის იდეას - აკაკი ალადაშვილი
ევრობიუროკრატიამ უღალატა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობის იდეას - აკაკი ალადაშვილირუსთავი 2

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "იფსოსის" კვლევამ აჩვენა, რომ ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს. ფრიდრიხ მერცს კი, ქვეყნის მოსახლეობის 79% არ ენდობა.

გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ბილდის" დაკვეთით ჩატარდა.

"იფსოსის" კვლევას მმართველ გუნდშიც აფასებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ევრობიუროკრატიის მორიგი მარცხი და არაფორმალური ძალების მორჩილების შედეგია.

"ეს არის იმის გამოხატულება, რომ ევრობიუროკრატიამ, სამწუხაროდ, დიდი ხანია, უღალატა იმ პრინციპებს და ფუნდამენტურ იდეას, რომლის გარშემოც შეიქმნა, როგორიც არის: დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, მშვიდობა.

ისინი აღარ ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე და მოქმედებენ "დიფ სთეითისა" და დავალებების შესაბამისად. ამის გამოხატულებაა ეს რეიტინგებიც, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„და დავალებების შესაბამისად. ამის გამოხატულებაა ეს რეიტინგებიც, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ“
აკაკი ალადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები