პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიება

ტვ პირველიშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალური დანაშაულის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო. „ტვ პირველის“ ცნობით, მომხდარს წინ უსწრებდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც მე-7 კლასელები მონაწილეობდნენ.

სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიება
ნეტგაზეთი

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-4 კლასელი მოსწავლის მიმართ სავარაუდო სექსუალური დანაშაულის შემთხვევაზე საუბრობენ. ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც გულისხმობს პირის იძულებას, რომ შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

„ტვ პირველს“ ერთ-ერთი მოსწავლის დედა ყვება, რომ მანამდე სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მე-7 კლასელები მონაწილეობდნენ.

„ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკურად ძალადობა. ამ ბავშვს ვისაც დაეხმარნენ საპირფარეშოში, კლასელი დაეხმარა. ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა, საშინელი სიტყვებით, საბოლოოდ მოხდა ის საზარელი ფაქტი, რაც მოხდა“, – ყვება ქალი.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიშსს ადასტურებს, რომ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  2. NEWS.GE"მოხდა საზარელი ფაქტი, საუბარია სექსუალურ ძალადობაზე. სავარაუდო მსხვერპლი მეოთხე კლასელია!" (ვიდეო)
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლემ მე-4 კლასელს სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა - დაწყებულია გამოძიება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკურად ძალადობა. ამ ბავშვს ვისაც დაეხმარნენ საპირფარეშოში, კლასელი დაეხმარა. ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა, საშინელი სიტყვებით, საბოლოოდ მოხდა ის საზარელი ფაქტი, რაც მოხდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს ადასტურებს, რომ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები