ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 48 ადამიანი
ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, 48 კი დაკარგულად ითვლება, — ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილ სემიკინი იტყობინება. დარტყმა განხორციელდა სკოლაზე, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.

ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მიხაილ სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, 48 კი დაკარგულად ითვლება.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„ტრაგედიის მასშტაბები საშინელია. ყოველი რიცხვის უკან ადამიანის სიცოცხლე დგას, ოჯახი, რომელმაც საყვარელი ადამიანები დაკარგა ან ჯერ კიდევ ელოდება საყვარელი ადამიანების შესახებ ინფორმაციას“, - აღნიშნა სემიკინმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში მდებარე სკოლა დაბომბეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიარაშისტებმა ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში მართვადი საავიაციო ბომბებით 18 ადამიანი მოკლეს, — ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, სადაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, ვრცელდება ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ - ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს
26 დაღუპული - ზაპოროჟიეს ოლქში გლოვაა
ციტატები სტატიიდან
„ტრაგედიის მასშტაბები საშინელია. ყოველი რიცხვის უკან ადამიანის სიცოცხლე დგას, ოჯახი, რომელმაც საყვარელი ადამიანები დაკარგა ან ჯერ კიდევ ელოდება საყვარელი ადამიანების შესახებ ინფორმაციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…