26 დაღუპული - ზაპოროჟიეს ოლქში გლოვაა
ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში რუსეთის ავიადარტყმებს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მაშველი და ოთხი პოლიციელი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბომბები სკოლასა და თავშესაფარს იმ დროს დაესხა, როცა ადგილობრივები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ.

ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში, რომელიც რუსეთის ჯარებმა 2 ნოემბერს დაბომბეს, დაიღუპა, სულ მცირე, 26 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მაშველი და ოთხი პოლიციელი.
კომიშუვახა ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარეობს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ავიაბომბებით დარტყმა იყო სკოლის შენობაზე, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა. პირველი დარტყმის შემდეგ დაიბომბა თავშესაფარიც, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსებს შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რომ კომიშუვახის მცხოვრებნი კვირაში ერთხელ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ სწორედ იმ ადგილას.
ზელენსკი კომიშუვახის ტრაგედიას მიიჩნევს იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ რუსეთს არ სურს არანაირი დეესკალაცია და რეალური სამართლიანობა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოსგან ძლიერი და მკაცრი პასუხია საჭირო.
რუსეთს ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვასა და დიდ მსხვერპლზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიარაშისტებმა ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში მართვადი საავიაციო ბომბებით 18 ადამიანი მოკლეს, — ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, სადაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, ვრცელდება ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ - ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს
ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 48 ადამიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…