პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, სადაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, ვრცელდება ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ - ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს

ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ კომიშუვახაში სკოლაზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით მსოფლიოსგან პასუხია საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, სადაც ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, ვრცელდება ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ - ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს
ინტერპრესნიუსი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაზე საშინელი თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა 18 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილიდან, დასახლებულ პუნქტზე ავიაბომბებით დარტყმა რამდენჯერმე განხორციელდა. დარტყმების სამიზნე სკოლა იყო, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოიყენებოდა - იქ ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. სამწუხაროდ, ინფორმაცია 18 დაღუპულის შესახებ ვრცელდება. ხუთი ადამიანი დაშავდა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, შეუძლებელია რუსებს არ სცოდნოდათ, რომ იმ ადგილას, სადაც დარტყმა განხორცილედა, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველ კვირას ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს არც დეესკალაცია სურს და არც რეალური სამართლიანობა. ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შემდგომ ნაბიჯებს შეეძლო ეჩვენებინა ის, რომ მშვიდობისკენ წინსვლა შესაძლებელი იყო. ამ მკვლელობებით რუსეთი სრულიად საპირისპირო სიგნალს გზავნის: რუსეთი გათვლას მეტ მკვლელობაზე აკეთებს. ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურიზელენსკი: ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში რუსული მართვადი ავიაბომბებით დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური26 დაღუპული - ზაპოროჟიეს ოლქში გლოვაა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 48 ადამიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები