რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეში ორი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა
რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეზე ღამით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ზაპოროჟიეს ქალაქზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, 22 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხაილო სემიკინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის კოსმიჩნის რაიონში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ გაანადგურეს. თავდასხმის შედეგად შენობის ერთ-ერთი გვერდითი ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია.
დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით სრულად ცნობილი არ არის. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია - 6 და 16 წლის.
თავდასხმის შედეგად ასევე განადგურდა ერთი საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა სხვა მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო სახლები, ავტომობილები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის შეიარაღება გამოიყენა რუსეთმა თავდასხმისას. ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ზაპოროჟიე ხშირად ხდება მართვადი საავიაციო ბომბებისა და დრონების გამოყენებით განხორციელებული იერიშების სამიზნე, წერს უკრაინული მედია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…