პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნება

დეპუტატ ირაკლი ზარქუას მტკიცებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პოლიციელებზე თავდასხმას დემოკრატიად აფასებდა, ევროპაში კი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს მკვლელობის მუხლით ასამართლებენ.

საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუა
რუსთავი 2

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, როდესაც მათ ქვეყნებში იგივე პრობლემები წარმოიქმნა, მკვლელობის მუხლით ასამართლებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაში არიან ეჭვმიტანილები.

"ეს ბუმერანგის ეფექტი, რომელიც ევრობიუროკრატებს და მათ ქვეყნებს დაემართათ, ეს სახეზეა. გახსოვთ ჩვენთან, როდესაც პარლამენტის შენობას წვავდნენ, როცა უტევდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, როდესაც პოლიციელს ცოცხლად წვავდნენ, ეს თურმე აზრის და ესე იგი, თავისუფლების გამოხატვის საშუალება იყო და ასე ჰქონდათ ფორმულირებული აგენტურას, უსამშობლოებს და მათ პატრონებს.

მაგრამ, როგორც კი მათ დაემუქრათ მათ სამშობლოში, რასაც ჩვენ ვუყურებთ საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში ხომ? იქ უკვე მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ იმ ახალგაზრდებს და მე აქვე მინდოდა მეკითხა ბატონი ჰერჩინსკისთვის, აი, ევროკავშირის ელჩისთვის, რომელიც მაშინ გვიმტკიცებდა, რომ თურმე ეს არის დემოკრატია და თავისუფლების გამოხატვა ერთგვარი, ახლაც მსგავსად ფიქრობს იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ცოცხლად წვავენ ევროპაში პოლიციელებს?" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას - ევროკავშირის დაფინანსებით აწარმოებდნენ კამპანიას "მე ვისროლე" და ითხოვდნენ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლებას, რომელიც, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პროტესტმა იფეთქა, პარიზში "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის კი დაკავებულებს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ბუმერანგის ეფექტი, რომელიც ევრობიუროკრატებს და მათ ქვეყნებს დაემართათ, ეს სახეზეა. გახსოვთ ჩვენთან, როდესაც პარლამენტის შენობას წვავდნენ, როცა უტევდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, როდესაც პოლიციელს ცოცხლად წვავდნენ, ეს თურმე აზრის და ესე იგი, თავისუფლების გამოხატვის საშუალება იყო და ასე ჰქონდათ ფორმულირებული აგენტურას, უსამშობლოებს და მათ პატრონებს. მაგრამ, როგორც კი მათ დაემუქრათ მათ სამშობლოში, რასაც ჩვენ ვუყურებთ საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში ხომ? იქ უკვე მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ იმ ახალგაზრდებს და მე აქვე მინდოდა მეკითხა ბატონი ჰერჩინსკისთვის, აი, ევროკავშირის ელჩისთვის, რომელიც მაშინ გვიმტკიცებდა, რომ თურმე ეს არის დემოკრატია და თავისუფლების გამოხატვა ერთგვარი, ახლაც მსგავსად ფიქრობს იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ცოცხლად წვავენ ევროპაში პოლიციელებს?“
ირაკლი ზარქუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპის ორმაგი სტანდარტი - პარიზის აქციის მონაწილეებს, პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლის გამო, სამუდამო პატიმრობა ემუქრებათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები