ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ზარქუა: ევროკავშირის ელჩს დღემდე ვერ დავაგმობინეთ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობა. აბა ნახეთ, ერთ სიტყვას თუ ძრავს ევროპაში მიმდინარე პროცესებზე

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან დღემდე არ დაგმო პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობა და დუმს ევროპაში მიმდინარე პროცესებზე.

ირაკლი ზარქუა: ევროკავშირის ელჩს დღემდე ვერ დავაგმობინეთ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობა. აბა ნახეთ, ერთ სიტყვას თუ ძრავს ევროპაში მიმდინარე პროცესებზე
ირაკლი ზარქუა: ევროკავშირის ელჩს დღემდე ვერ დავაგმობინეთ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობა. აბა ნახეთ, ერთ სიტყვას თუ ძრავს ევროპაში მიმდინარე პროცესებზერუსთავი 2

ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - რატომ არ გმობს ევრობიუროკრატია საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და ძალოვნების სისასტიკეს? - საქართველოს ხელისუფლების შეკითხვის მთავარი ადრესატი ის ევროპელი პოლიტიკოსები არიან, ვისაც ამ დრომდე არაფერი უთქვამთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.

ამ თემაზე კითხვა ჟურნალისტებმა პაველ ჰერჩინსკისაც დაუსვეს, თუმცა ევროკავშირის ელჩმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.

ბრიუსელის დუმილი თბილისისთვის ორმაგი სტანდარტისა და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები, ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტით აფასებენ. მეტიც - საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ბრიუსელი ახალისებდა ძალადობრივ აქციებს დედაქალაქის ცენტრში.

როგორც პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.

"როდესაც აქ ძალადობის არაერთი ფაქტი იყო ამ უსამშობლობის მხრიდან და მათი პატრონების მიერ დაფინანსებული, წახალისებული, დღემდე ევროკავშირის ელჩს ვერ დავაგმობინეთ, მაგალითად, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით აღების მცდელობა. გაგიგიათ ასეთი?!

აბა ნახეთ, თუ რამე ერთ სიტყვას ძრავს იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ევროპაში? დაგმო ძალადობა? სადმე ამბობს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც მოსწავლეებს უსწორდება ხელკეტებით, დაჭერებით, 60 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლეა დაჭერილი, მაგაზე რამე აქვს კომენტარი? - არ აკეთებს, დუმს.

აი, ეს არის მორიგ ჯერზე ორმაგი სტანდარტი. ეს არის, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის, რასაც საქართველო არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას და ასეთ მიდგომებს," - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც აქ ძალადობის არაერთი ფაქტი იყო ამ უსამშობლობის მხრიდან და მათი პატრონების მიერ დაფინანსებული, წახალისებული, დღემდე ევროკავშირის ელჩს ვერ დავაგმობინეთ, მაგალითად, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით აღების მცდელობა. გაგიგიათ ასეთი?! აბა ნახეთ, თუ რამე ერთ სიტყვას ძრავს იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ევროპაში? დაგმო ძალადობა? სადმე ამბობს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც მოსწავლეებს უსწორდება ხელკეტებით, დაჭერებით, 60 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლეა დაჭერილი, მაგაზე რამე აქვს კომენტარი? - არ აკეთებს, დუმს. აი, ეს არის მორიგ ჯერზე ორმაგი სტანდარტი. ეს არის, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის, რასაც საქართველო არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას და ასეთ მიდგომებს,“
ირაკლი ზარქუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზაქარია წიკლაური: როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ძალადობად ნათლავდეს, ხოლო იმას, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციას აძლევდეს?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები