ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშევახაში სკოლაზე რუსული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, 48 პირი კი დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, დაბომბვის მომენტში შენობაში ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, დაბა კომიშევახაში, რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
რუსეთმა კომიშევახაში მდებარე სკოლა 2 ნოემბერს დაბომბა. მედიის ცნობით, შენობაში ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.
უკრაინული გამოცემის, „ჰრომადსკეს“ ცნობით, დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და 48 პირი დაკარგულად ითვლება. დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, პოლიციელები და მაშველები იყვნენ.
კომიშევახაში დაღუპულთა პატივსაცემად, 3, 4 და 5 ნოემბერს გლოვის დღეებია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…