პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, ამისთვის არაა საჭირო რეგისტრაცია და ქაღალდების ფლობა, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიების შესაძლო აკრძალვის მიუხედავად, ბრძოლა სახალხო მოძრაობაზე გადის და ამ აკრძალვით ახალი შესაძლებლობა გაიხსნება. საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, ამისთვის არაა საჭირო რეგისტრაცია და ქაღალდების ფლობა, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება
პირველი არხი

უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა, — ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დაწერა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, არამედ გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და, პირიქით, ხედავს ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება“.

„ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო.

რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!

ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება.

და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. 30 ოქტომბერს დასრულდა ახსნა-განმარტების ეტაპი და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,, ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!” – სააკაშვილი პარტიების აკრძალვაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, არამედ გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და, პირიქით, ხედავს ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება“
„ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო. რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება. და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!” – სააკაშვილი პარტიების აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები