მიხეილ სააკაშვილი – ე.წ. სასამართლო პროცესს უნდა დავუპირისპიროთ სახალხო პროცესი, მსოფლიოს გასაგონად უნდა ვთქვათ და მოქმედებებით დავამტკიცოთ, რომ ქართველები არ ვართ დაბადებული ჩმორობისთვის
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის განხილვით ქვეყნის „საბოლოო ჩმორობის გაფორმება“ იწყება და მოქალაქეებს ე.წ. სასამართლო პროცესის წინააღმდეგ სახალხო პროცესის დაპირისპირებისკენ მოუწოდებს.

დღეს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ვითომ პარტიების აკრძალვის, სინამდვილეში კი საქართველოს საბოლოო ჩმორობის გაფორმების პროცესს. ეს არის ყველაზე სამარცხვინო პროცესი, საქართველოს ორიათას წლიან ისტორიაში, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ე.წ. პროცესი ხდება აჭარის სეპარატისტი პრო-რუსი ფეოდალის ყოფილ რეზიდენციაში.
„ე.წ. პროცესი ხდება აჭარის სეპარატისტი პრო-რუსი ფეოდალის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც რეზიდენციიდან გავაძევეთ 2004 წლის 6 მაისს, აჭარის თავმოყვარე საზოგადოებამ და მე, რამაც საფუძველი დაუდო ბათუმის და აჭარის დაბრუნებას საქართველოს იურისდიქციაში. რასაც მოჰყვა არნახული განვითარება და აყვავება.
დღეს ამ ჩვენს მიერ აყვავებულ ბათუმში, ასამართლებენ ვარდების რევოლუციას, რომელმაც შეძლო აჭარის დაბრუნება საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში და რომ არ ყოფილიყო ორი გიორგობა, 2003 წლის 23 ნოემბერი და 2004 წლის 6 მაისი, დანარჩენი საქართველოს და აჭარული რევოლუციები, დღეს აჭარა იქნებოდა იგივე მდგომარეობაში, როგორც აფხაზეთი და ცხინვალი, დანგრეული და რუსული ჩექმის ქვეშ. ხოდა რუსეთი ჭორვილელის პირით გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ დასჯილები იმისთვის, რომ ჩავშალეთ აჭარის რუსეთის მიერ მიტაცების მზაკვრული გეგმა.
რუსები გვასამართლებენ იმისთვის, რომ 2006 წელს არ გავტყდით, მიუხედავად რუსული სანქციებისა და საქართველო მთლიანად ეკონომიკურად დამოუკიდებელი გავხადეთ რუსეთისგან. მონაპოვარი, რომელიც ჭორვილელმა ორღობის დიქტატორმა უკვე მოსპო და ხელახლა შეგვიყვანა რუსეთზე დამღუპველ დამოკიდებულებაში.
მე შევასახლე ასლანის ყოფილ რეზიდენციაში საკონსტიტუციო სასამართლო, რითაც ხაზი გავუსვით აჭარის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების სიმბოლიზმს. ხოდა იმის მაგივრად, რომ ეს სასამართლო საქართველოს გაძლიერების ინსტრუმენტი, მასში ჩასახლდა ასლან აბაშიძის სულისკვეთება და ახლა აპირებს საქართველოს ისტორიის და გენეტიკური კოდის „იურიდიულ“ გადაწერას.
ივანიშვილი მათი პირით გვეტყვის, რომ საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება მიუღებელია, რომ ევროპაში ინტეგრაცია (არადა საკონსტიტუციო, ბათუმის ევროპის მოედანზე დგას) სრულიად მიუღებელია. რომ ქართველების მიერ დამპყრობლებისთვის ხელის შებრუნება მიუღებელია, ვინაიდან ქართველები დაბადებულნი არიან ჩმორობისთვის.
ხოდა ამ ე.წ. პროცესს უნდა დავუპირისპიროთ სახალხო პროცესი. ჩვენ ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა ვთქვათ და ჩვენი მოქმედებებით დავამტკიცოთ, რომ ქართველები არ ვართ დაბადებული ჩმორობისთვის და მონობისთვის, რომ ჩვენ ვამაყობთ წარსული გმირობით და ბრძოლებით, არავის გადავაწერინებთ ჩვენს სახელოვან ისტორიას და ვერავინ აგვაღებინებს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ხელს, ვერავინ დაგვაჩმორებს და დაგვიმონებს.
ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული ღირსეული და ამაყი ერი, რომელიც დაბადებულია თავისუფლებისთვის და წარმატებისთვის და არა ერთი ოჯახის და უცხო ქვეყნის კერძო საკუთრებად გადაქცევისთვის. დიდება ჩვენს გმირებს! დიდება ჩვენს ბრძოლას! დიდება თავისუფალ და ვერ დამონებულ საქართველოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ე.წ. პროცესი ხდება აჭარის სეპარატისტი პრო-რუსი ფეოდალის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც რეზიდენციიდან გავაძევეთ 2004 წლის 6 მაისს, აჭარის თავმოყვარე საზოგადოებამ და მე, რამაც საფუძველი დაუდო ბათუმის და აჭარის დაბრუნებას საქართველოს იურისდიქციაში. რასაც მოჰყვა არნახული განვითარება და აყვავება. დღეს ამ ჩვენს მიერ აყვავებულ ბათუმში, ასამართლებენ ვარდების რევოლუციას, რომელმაც შეძლო აჭარის დაბრუნება საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში და რომ არ ყოფილიყო ორი გიორგობა, 2003 წლის 23 ნოემბერი და 2004 წლის 6 მაისი, დანარჩენი საქართველოს და აჭარული რევოლუციები, დღეს აჭარა იქნებოდა იგივე მდგომარეობაში, როგორც აფხაზეთი და ცხინვალი, დანგრეული და რუსული ჩექმის ქვეშ. ხოდა რუსეთი ჭორვილელის პირით გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ დასჯილები იმისთვის, რომ ჩავშალეთ აჭარის რუსეთის მიერ მიტაცების მზაკვრული გეგმა. რუსები გვასამართლებენ იმისთვის, რომ 2006 წელს არ გავტყდით, მიუხედავად რუსული სანქციებისა და საქართველო მთლიანად ეკონომიკურად დამოუკიდებელი გავხადეთ რუსეთისგან. მონაპოვარი, რომელიც ჭორვილელმა ორღობის დიქტატორმა უკვე მოსპო და ხელახლა შეგვიყვანა რუსეთზე დამღუპველ დამოკიდებულებაში. მე შევასახლე ასლანის ყოფილ რეზიდენციაში საკონსტიტუციო სასამართლო, რითაც ხაზი გავუსვით აჭარის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების სიმბოლიზმს. ხოდა იმის მაგივრად, რომ ეს სასამართლო საქართველოს გაძლიერების ინსტრუმენტი, მასში ჩასახლდა ასლან აბაშიძის სულისკვეთება და ახლა აპირებს საქართველოს ისტორიის და გენეტიკური კოდის „იურიდიულ“ გადაწერას. ივანიშვილი მათი პირით გვეტყვის, რომ საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება მიუღებელია, რომ ევროპაში ინტეგრაცია (არადა საკონსტიტუციო, ბათუმის ევროპის მოედანზე დგას) სრულიად მიუღებელია. რომ ქართველების მიერ დამპყრობლებისთვის ხელის შებრუნება მიუღებელია, ვინაიდან ქართველები დაბადებულნი არიან ჩმორობისთვის. ხოდა ამ ე.წ. პროცესს უნდა დავუპირისპიროთ სახალხო პროცესი. ჩვენ ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა ვთქვათ და ჩვენი მოქმედებებით დავამტკიცოთ, რომ ქართველები არ ვართ დაბადებული ჩმორობისთვის და მონობისთვის, რომ ჩვენ ვამაყობთ წარსული გმირობით და ბრძოლებით, არავის გადავაწერინებთ ჩვენს სახელოვან ისტორიას და ვერავინ აგვაღებინებს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ხელს, ვერავინ დაგვაჩმორებს და დაგვიმონებს. ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული ღირსეული და ამაყი ერი, რომელიც დაბადებულია თავისუფლებისთვის და წარმატებისთვის და არა ერთი ოჯახის და უცხო ქვეყნის კერძო საკუთრებად გადაქცევისთვის. დიდება ჩვენს გმირებს! დიდება ჩვენს ბრძოლას! დიდება თავისუფალ და ვერ დამონებულ საქართველოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.