„მე კი ის მიკვირს, რომ ვინმეს რამე უკვირს…“ – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიციასა და ჯარს არ აფინანსებდა, ხოლო ინტელიგენციის დაფინანსება მოსყიდვა იყო. მისივე მტკიცებით, ივანიშვილმა მას ყვარელში სახლი წაართვა, ხოლო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურა და კაზინოდ გადააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
„მე კი ის მიკვირს, რომ ვინმეს რამე უკვირს… ის, რომ ივანიშვილი არ აფინანსებდა ჩვენს პოლიციას, ჯარს, პარლამენტარებსა და სახელმწიფო მოხელეებს, ეს მრავალგზის მაქვს ადრეც ნათქვამი, მაგრამ მაშინ, ეტყობა, ბევრი არ მისმენდა.
იყო ერთადერთი მომენტი, სულ დასაწყისში, როცა ივანიშვილი შემხვდა და ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და მინისტრებისთვის ბინების ყიდვა შემომთავაზა, რაზეც ცივი უარი რომ მიიღო. ახლა კი წამართვა ჩემი ერთადერთი საქართველოში არსებული ბინა, კერძოდ, 75 კვ.მ სახლი ყვარელში.
მე ერთხელ მივმართე მას წერილით და ვთხოვე, დაეფინანსებინა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში. და რა ქნა მან? პირველი, რაც გააკეთა, დახურა ჩვენ მიერ ამერიკელების ფულით, ასევე სახელმწიფოსა და კახა ბენდუქიძის მონაწილეობით აშენებული უნივერსიტეტი ბათუმში (მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ჩემი წერილობითი თხოვნა დააიგნორა) და კაზინოდ გადააკეთა.
მოგვატყუა ასევე ბათუმის დელფინარიუმთან დაკავშირებით, რომელიც უფასოდ გადავეცით, იმიტომ რომ წარმოადგინა ძალიან თანამედროვე და კარგი არქიტექტურული პროექტი თანამედროვე დელფინარიუმისა. სინამდვილეში კი იმ პროექტის ნაცვლად რაღაც იაფფასიანი ჯიხური ააშენა.
რატომ ვთხოვდი ხოლმე რაღაცებს? იმიტომ, რომ გულწრფელად მეგონა, რომ მას, როგორც ქართველს, სურდა ჩვენი ქვეყნის გალამაზება და აყვავება.
ჩვენ გვქონდა რუსეთში გამდიდრებული კახა ბენდუქიძის მაგალითი, რომელმაც მთელი თავისი ფული თავის ქვეყანას მოახმარა და სანაცვლოდ კაპიკი არ წაუღია.
რა ვიცი, მე ყველას საკუთარი საზომით ვუდგები და ყოველთვის მჯეროდა ადამიანების კარგი საწყისისა.
ერთადერთი, რასაც ივანიშვილი უხვად აფინანსებდა, იყო ყოფილი საბჭოთა ინტელიგენციის – რობიკო სტურუას, ქეთი დოლიძის, როინ მეტრეველისა და სხვათა ხელფასები, რომლებიც შემდეგ აქტიურად გამოიყენა პატრიოტულ მთავრობასთან საბრძოლველად. ეს ქველმოქმედება კი არა, ჩვეულებრივი მოსყიდვა იყო.
ჭორვილაში მოსახლეობისთვის სახურავების გამოცვლაც მხოლოდ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდა, რადგან სახლები ძველი ტალღოვანი შიფერით იყო გადახურული, რომელიც აზბესტს შეიცავდა და მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.
ახლა, როცა ბათუმში მოსმენებზე გაირკვა, რამდენი სიკეთე გაუკეთებია ნაციონალურ მოძრაობას, ამას ვეღარ უარყოფენ და დაიწყეს ლაპარაკი, ვითომ ყველაფერ კარგს ივანიშვილი აკეთებინებდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო მათთვის, ვინც აქამდე ვერ გაიგო: ივანიშვილი ჩამოვიდა, მოქალაქეობა აიღო და სასახლე შევარდნაძის დროს აიშენა, მე კი ის როგორც მოცემულობა დამხვდა“
ციტატები სტატიიდან
„მე კი ის მიკვირს, რომ ვინმეს რამე უკვირს… ის, რომ ივანიშვილი არ აფინანსებდა ჩვენს პოლიციას, ჯარს, პარლამენტარებსა და სახელმწიფო მოხელეებს, ეს მრავალგზის მაქვს ადრეც ნათქვამი, მაგრამ მაშინ, ეტყობა, ბევრი არ მისმენდა. იყო ერთადერთი მომენტი, სულ დასაწყისში, როცა ივანიშვილი შემხვდა და ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და მინისტრებისთვის ბინების ყიდვა შემომთავაზა, რაზეც ცივი უარი რომ მიიღო. ახლა კი წამართვა ჩემი ერთადერთი საქართველოში არსებული ბინა, კერძოდ, 75 კვ.მ სახლი ყვარელში. მე ერთხელ მივმართე მას წერილით და ვთხოვე, დაეფინანსებინა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში. და რა ქნა მან? პირველი, რაც გააკეთა, დახურა ჩვენ მიერ ამერიკელების ფულით, ასევე სახელმწიფოსა და კახა ბენდუქიძის მონაწილეობით აშენებული უნივერსიტეტი ბათუმში (მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ჩემი წერილობითი თხოვნა დააიგნორა) და კაზინოდ გადააკეთა. მოგვატყუა ასევე ბათუმის დელფინარიუმთან დაკავშირებით, რომელიც უფასოდ გადავეცით, იმიტომ რომ წარმოადგინა ძალიან თანამედროვე და კარგი არქიტექტურული პროექტი თანამედროვე დელფინარიუმისა. სინამდვილეში კი იმ პროექტის ნაცვლად რაღაც იაფფასიანი ჯიხური ააშენა. რატომ ვთხოვდი ხოლმე რაღაცებს? იმიტომ, რომ გულწრფელად მეგონა, რომ მას, როგორც ქართველს, სურდა ჩვენი ქვეყნის გალამაზება და აყვავება. ჩვენ გვქონდა რუსეთში გამდიდრებული კახა ბენდუქიძის მაგალითი, რომელმაც მთელი თავისი ფული თავის ქვეყანას მოახმარა და სანაცვლოდ კაპიკი არ წაუღია. რა ვიცი, მე ყველას საკუთარი საზომით ვუდგები და ყოველთვის მჯეროდა ადამიანების კარგი საწყისისა. ერთადერთი, რასაც ივანიშვილი უხვად აფინანსებდა, იყო ყოფილი საბჭოთა ინტელიგენციის – რობიკო სტურუას, ქეთი დოლიძის, როინ მეტრეველისა და სხვათა ხელფასები, რომლებიც შემდეგ აქტიურად გამოიყენა პატრიოტულ მთავრობასთან საბრძოლველად. ეს ქველმოქმედება კი არა, ჩვეულებრივი მოსყიდვა იყო. ჭორვილაში მოსახლეობისთვის სახურავების გამოცვლაც მხოლოდ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდა, რადგან სახლები ძველი ტალღოვანი შიფერით იყო გადახურული, რომელიც აზბესტს შეიცავდა და მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ახლა, როცა ბათუმში მოსმენებზე გაირკვა, რამდენი სიკეთე გაუკეთებია ნაციონალურ მოძრაობას, ამას ვეღარ უარყოფენ და დაიწყეს ლაპარაკი, ვითომ ყველაფერ კარგს ივანიშვილი აკეთებინებდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო მათთვის, ვინც აქამდე ვერ გაიგო: ივანიშვილი ჩამოვიდა, მოქალაქეობა აიღო და სასახლე შევარდნაძის დროს აიშენა, მე კი ის როგორც მოცემულობა დამხვდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…