“სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს”– სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მისი მმართველობის დროს ხელფასებს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და პარლამენტის წევრებს. მისი თქმით, ივანიშვილს მხოლოდ საჩხერის სამხედრო ნაწილი ააშენებინეს, სხვა არაფერში თანხა არ დაუხარჯავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს და ა.შ., უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთან ერთ-ერთი შეხვედრისას ისიც კი მითხრა, რად გინდათ ამხელა ხელფასი პატრულისთვის, ისიც საკმარისია, რომ მოწმობა და იარაღი მიეცით და დანარჩენს თვითონაც იშოვიანო. ტიპიური რუსი ოლიგარქის ლოგიკა და მაშინ ამაზე დავცინე.
ერთადერთი რაც ძალით ავაშენებინეთ იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო, ჩვენს მიერ ბიუჯეტით აშენებულ, გორის და სენაკის უზარმაზარი სამხედრო ნაწილების ფონზე და ამაზე სულ წუწუნებდა. დანარჩენი არცერთი თეთრი არ დაუხარჯია არც ხელფასებში, არც ეკიპირებაში, არც შენობაში.
ჩვენ კი ვხარჯავდით იმ ფულს, რომელიც ბიუჯეტში გაჩნდა იმის გამო, რომ ერგნეთის შავი ხვრელი დავგმანეთ და მთავრობა აღარ იპარავდა. თორემ რაც ივანიშვილი მოვიდა ჯარს და პოლიციას არცერთი ახალი შენობა არა დამატებია და აი ფული კი უზარმაზარი რაოდენობით მოტეხა ივანიშვილის ბანდამ.
მე უფრო ის მიკვირს, რომ 2012 წლიდან 14 წლის შემდეგაც ასე ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას და ძალიან უცნაური იქნება, თუკი ამას, ვინმე დაიჯერებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…