,,ვიღაცები ჯიუტად გვირჩევენ, 2028 წლის ქოცურ არჩევნებს დაელოდეთო” – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გაზზე დამოკიდებულება რუსეთისგან 30%-მდე გაზარდა, ხოლო ივანიშვილი კაზინოების ბიზნესში შედის.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,აგერ ერთპიროვნული მმართველობის მორიგი შედეგები:
გაზი გაძვირდა, თან ცინიკურად, ზამთრის დაწყების წინ გამოაცხადეს, რომ თუ სახლში გათბობას ჩართავთ, ბევრად მეტს გადაიხდით. ე.ი. თუ გაყინვას არ გადაწყვეტთ, ამისთვის დაჯარიმდებით. ეს არის პირდაპირი შედეგი იმის, რომ თუ ჩემს დროს რუსეთიდან გაზის შემოტანა იყო საერთო მოცულობის მხოლოდ 10%, ქოცებმა გაზარდეს ეს დამოკიდებულება 30%-მდე (ვინაიდან რუსული გაზიდან უფრო მეტი ფული ტყდება).
ამავე დროს, ივანიშვილი თავისი “პარაგრაფების” მეშვებოდით შედის კაზინოების ბიზნესში და შესაბამისად კაზინოებს შეღავათები მიენიჭა. თუ ჩემს დროს კაზინოები დაშვებული იყო იმისთვის, რომ წაგვეხალისებინა სასტუმროების მშენებლობა და კაზინოებში ქართველ მოთამაშეთა რიცხვი 5%-ს არ აღემატებოდა, ახლა მრავალი ათეული ათასი ქართველი რეგულარულად დადის კაზინოში. ახალი შეღავათებით მკვეთრად გაიზრდება თვითმკვლელობების რიცხვი.
ასე რომ სახლში სიცივე იქნება, სამაგიეროდ დარჩენილ ფულს თბილ და გაჩახჩახებულ კაზინოებში დახარჯავთ, რათა ბატონი კიდევ მეტად გამდიდრდეს და ვიღაცები ჯიუტად გვირჩევენ, 2028 წლის ქოცურ არჩევნებს დაელოდეთო.”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…