ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს

ფინანსური პოლიციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც ლევან ხარაბაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ თანამდებობები დატოვეს. უწყების თანამშრომლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მათთვის წასვლის ზუსტი მიზეზები უცნობია, ოფიციალურ მიზეზად კი ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა არსებობს ეჭვებიც.

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს
ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძესTV პირველი

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

ახალი კადრის ვინაობა უწყებაში, სავარაუდოდ, უკვე იციან, თუმცა ფინანსური პოლიციის თანამშრომლები "პირველებს" ეუბნებიან, რომ ისინიც მოლოდინის რეჟიმში არიან.

დღეს გავიგებთ რა იქნება, ჯერჯერობით არაფერი ვიცით, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, - ამბობენ უწყებაში.

რაც შეეხება ხარაბაძის გადადგომას, უწყებაში ამბობენ, რომ მიზეზი მათთვის უცნობია. მათი თქმით, ხელმძღვანელის წასვლის შესახებ თავადაც მოულოდნელად შეიტყვეს.

ფინანსური პოლიციის უფროსის და შემოსავლების სამსახურის უფროსის წასვლის მიზეზებზე საუბრი უჭირთ "ქართულ ოცნებაშიც".

რა მჯერა და რა არ მჯერა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე ამ თემაზე ვერ ვიჭორავებ. ერთადერთი ინფორმაცია, რაც მაქვს, ის მაქვს, რაც გაქვთ თქვენ, რომ ამ ორმ ადამიანმა გარკვეული მოტივით, შეიძლება პირადული, შეიძლება სხვა მოტივით, გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინათ ეს თანამდებობები, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ორი დღის წინ თანამდებობა დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ცნობით, მიხეილ

მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე თანამშრომლებს შაბათს გვიან ღამით დაემშვიდობნენ.

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ უწყებიდან ისინი პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძესთან ახლობლობის გამო გაუშვეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.