პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი გახდა. მათმა წინამორბედებმა, ლევან ხარაბაძემ და მიხეილ მაღლაკელიძემ, თანამდებობები გასულ კვირას დატოვეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავს
ნეტგაზეთი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად — მერაბ გამყრელიძე, შემოსავლების სამსახურის უფროსად კი მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა.

მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს — სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

რაც შეეხება მამუკა ბარათაშვილს, ის პარალელურად ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. 2020-2021 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინა უფროსმა ლევან ხარაბაძემ, რომელიც „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრია, პოსტი გასულ კვირას დატოვა, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა პოსტი დატოვა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
  2. BM.GEოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშემოსავლების სამსახურსა და „ფინანსურ პოლიციას“ ახალი უფროსები ჰყავთ
  4. POSTVსამთავრობოფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
  5. რუსთავი 2სამთავრობოფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
  6. პირველი არხისამთავრობოლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები