ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ახალი ხელმძღვანელები შეხვედრაზე მიიღეს. ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც წინა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მამუკა ბარათაშვილი (შემოსავლების სამსახურის უფროსი) - ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. 2020-2021 წლებში იგი შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო, 2011-2020 წლებში კი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პერიოდში იგი ასევე იკავებდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტებს.
მერაბ გამყრელიძე (საგამოძიებო სამსახურის უფროსი) - ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სადაც სხვადასხვა დროს იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. გარდა ამისა, მას ეკავა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობები.
ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც შაბათს 12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რაც შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
- ნეტგაზეთიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავს
- რადიო თავისუფლებაშემოსავლების სამსახურსა და „ფინანსურ პოლიციას“ ახალი უფროსები ჰყავთ
- POSTVფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
- რუსთავი 2ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
- პირველი არხილაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.