კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერტილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად 52,5 მილიონი ევროს ღირებულების სამი პროექტი ხორციელდება, მათ შორის ნარჩენების სეპარირების ქარხნისა და გაზშემკრები სისტემის მოწყობა.

ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყობას და ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობას, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წესებით მიმდინარეობს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა. პირველი არის გაზშემკრები სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულება 26 მილიონი ევროა და დასრულება 2030 წელს იგეგმება. მეორე არის ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობა, რომლის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროექტის დასრულება 2029 წელს არის დაგეგმილი“, - თქვა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, როგორც მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამავე მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. სამივე პროექტის ღირებულება 52,5 მილიონი ევროა.
მისივე თქმით, ამჟამად მზადდება შესაბამისი ტექნიკური დავალებები დიზაინ-ბილდის შესყიდვის გამოსაცხადებლად, რომელთა მომზადებაც 2027 წლის თებერვლისთვის იგეგმება.
„ეს არის მასშტაბური და კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ პრობლემა მოგვარებულიყო და საცხოვრებელი გარემო შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ეს მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ შევისწავლეთ ალტერნატივები, გვაქვს დამოუკიდებელი გერმანული კომპანიის მკაფიო დასკვნა, დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტი და წინ გვაქვს კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები. ჩემთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერტილში იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ. ჩვენი მიზანია თბილისს ჰქონდეს თანამედროვე, უსაფრთხო და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა, ხოლო მოსახლეობას მაქსიმალურად დაცული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლილოს მოსახლეობასთან გრძელდება სისტემატური შეხვედრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს არის მასშტაბური და კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ პრობლემა მოგვარებულიყო და საცხოვრებელი გარემო შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ეს მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ შევისწავლეთ ალტერნატივები, გვაქვს დამოუკიდებელი გერმანული კომპანიის მკაფიო დასკვნა, დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტი და წინ გვაქვს კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები. ჩემთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერტილში იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ. ჩვენი მიზანია თბილისს ჰქონდეს თანამედროვე, უსაფრთხო და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა, ხოლო მოსახლეობას მაქსიმალურად დაცული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…