ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა - კალაძე

ეკონომიკის სამინისტრო

თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემის მოწყობა იწყება. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით და დასრულება 2027 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა - კალაძე
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა - კალაძეTV პირველი

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა - ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის "თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან" დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

თბილისის მერის ცნობით, კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს - სისტემის მოწყობა 2027 წლის სექტემბერში დამთავრდება.

როგორც კალაძე ამბობს, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად შეარჩიეს.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას.

პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს.

კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ". - თქვა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.