ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა – კალაძე

ეკონომიკის სამინისტრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების გამწმენდი სისტემა მოეწყობა. პროექტი EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.

მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა – კალაძე
მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა – კალაძეტაბულა

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სდომაზე თქვა, პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის "თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან" დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

"მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას.

პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს". - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით,კონკრეტულ კომაპანიას უკვე დაწყებული აქვს სამშაოები და 2027 წლის სექტემბერში დამთავრდება.

"კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ". -თქვა კალაძემ.

როგორც კალაძე ამბობს. პროექტისთვის სამშენებლო კომპანია EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად შეარჩიეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.