პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურების ერთგვაროვნად მოწესრიგებას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც არჩევნების შედეგები კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს შეჯამდება.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 მომხრით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტის თანახმად, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამდება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები შედგება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს.
„ასევე არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენაზე იმუშავებს ცესკო - საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
ცვლილების პროექტით, ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების, შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრისა და ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-9 დღეს.
ამასთანავე, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-9 დღეს, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.
ცვლილებები ასევე შეეხება: ცესკოს საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლებს, საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულებას შუალედური არჩევნების დროს და სხვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…