პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარკ რუტე რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე - ვიზრუნებთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დაცვაზე, ეს ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოსმოსურ სივრცეში

ნატო

მარკ რუტე აცხადებს, რომ ნატო კოსმოსში არსებული საფრთხისგან თავს დაიცავს, რაც მოჰყვა ცნობებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვილი თანამგზავრის გაშვების მზადებაზე.

მარკ რუტე რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე - ვიზრუნებთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დაცვაზე, ეს ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოსმოსურ სივრცეში
ინტერპრესნიუსი

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი კოსმოსში არსებული ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავს თავს.

რუტემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღით აღჭურვილი თანამგზავრის გაშვებისთვის ემზადება.

“ყოველთვის ვიზრუნებთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დაცვაზე; ეს ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოსმოსურ სივრცეშიც”, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს საპასუხო მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი გააჩნია.

„რაც შეეხება სამხედრო სფეროს, ჩვენ მუდმივად შევაფასებთ ჩვენს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და, საჭიროების შემთხვევაში, განვაახლებთ მათ“, - აღნიშნა რუტემ.

მედიაში, გერმანიის სამხედრო და სადაზვერვო უწყებების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ თანამგზავრს „სპუტნიკ-ს“-ი უწოდეს და ბირთვული ქობინით არის აღჭურვილი. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა თანამგზავრების, მათ შორის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო თანამგზავრების მუშაობის შეფერხების ან მათი განადგურების მიზნით.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები