ირაკლი კობახიძე – ორი რეგიონის ოკუპაციის, უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს.
„გილოცავთ დიპლომატის დღეს! საქართველოს ისტორია დიპლომატიის ძალიან მდიდარ ტრადიციას ინახავს. საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც. სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღე დიდი საზოგადო მოღვაწისა და გამორჩეული დიპლომატის – სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. სწორედ სულხან-საბას სახელს ატარებს მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემათ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის სახელობის ჯილდოთი კი აღიარებულია დიპლომატის წვლილი სამსახურის გამართულ საქმიანობაში. წინასწარ ვულოცავ დღევანდელ ლაურეატებს დამსახურებულ აღიარებას. ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაპრემიერი: საქართველომ ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია, გამოწვევებზე პასუხია - სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების დაცვა და დიპლომატიის ეფექტიანად გამოყენება
პრემიერი: ოკუპაციისა და უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს ყველა არსებული ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს
ირაკლი კობახიძე: ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე
ირაკლი კობახიძე – ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია
პრემიერი - ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
პრემიერ-მინისტრი: „ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“
ირაკლი კობახიძე: “ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია. საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე”
ციტატები სტატიიდან
„გილოცავთ დიპლომატის დღეს! საქართველოს ისტორია დიპლომატიის ძალიან მდიდარ ტრადიციას ინახავს. საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც. სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღე დიდი საზოგადო მოღვაწისა და გამორჩეული დიპლომატის – სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. სწორედ სულხან-საბას სახელს ატარებს მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემათ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის სახელობის ჯილდოთი კი აღიარებულია დიპლომატის წვლილი სამსახურის გამართულ საქმიანობაში. წინასწარ ვულოცავ დღევანდელ ლაურეატებს დამსახურებულ აღიარებას. ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…