პრემიერი: საქართველომ ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია, გამოწვევებზე პასუხია - სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების დაცვა და დიპლომატიის ეფექტიანად გამოყენება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო გამოწვევებზე პასუხი სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება და ეროვნული ინტერესების დაცვაა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში რეფორმა მიმდინარეობს და დიპლომატიურ სამსახურში ახალგაზრდების მოსაზიდად დიპლომატიის აკადემია დაფუძნდა.
ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც ბუნებრივია, ახლავს გამოწვევები, მათ შორის, საგარეო ასპარეზზე. ამ გამოწვევებზე პასუხი ერთია: სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.
„2025 წელს დავიწყეთ და ეტაპობრივად ვახორციელებთ რეფორმას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენი მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. ძლიერდება საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებული ახალგაზრდების მოზიდვა დიპლომატიურ სამსახურში. ამ მიზნით დაფუძნდა დიპლომატიის აკადემია , რაც არის ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. ის მოამზადებს კადრებს სათანადო ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით. ქართული დიპლომატიის ხვალინდელი დღე სწორედ მათზეა დამოკიდებული,“- აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაპრემიერი: ოკუპაციისა და უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს ყველა არსებული ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს
ირაკლი კობახიძე: ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე
ირაკლი კობახიძე – ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია
ირაკლი კობახიძე – ორი რეგიონის ოკუპაციის, უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
პრემიერი - ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
პრემიერ-მინისტრი: „ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“
ირაკლი კობახიძე: “ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია. საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…