ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. მან აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევაა ამ შედეგების მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში ასახვა, რათა არავინ დარჩეს განვითარების მიღმა.

პრემიერი - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს
პრემიერი - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოსინტერპრესნიუსი

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი გამოწვევაა, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს.

კობახიძის თქმით, არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა, ეკონომიკური შედეგები საერთო სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს. მდგრადი განვითარების მიზნები გვეხმარება, ეს მისწრაფება პრაქტიკულ ნაბიჯებად ვაქციოთ და გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისთვის - ეკონომიკური განვითარებიდან, სოფლის მეურნეობიდან და ტურიზმიდან დაწყებული, ენერგოეფექტიანობით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებებით, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებითა და მწვანე და ინოვაციური სექტორების განვითარებით დასრულებული.

ყველა ამ ძალისხმევის ცენტრში დგას პრინციპი, რომ არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ განვითარებამ მოიცვას არა მხოლოდ ჩვენი ქალაქები, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც და ის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლებლობებზე წვდომის ყველაზე დიდ ბარიერებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება საქართველოსა და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებასაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.