საზოგადოება · 2 ნოემბერი, 14:15
მარნეულში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
მარნეულში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს — შსს-ს ცნობით, მან მოქალაქეს ავეჯის დასამზადებლად 1750 ლარი გამოართვა და მიითვისა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასამთავრობო 2
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…