პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს - ქვემო ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარნეულში პოლიციამ თანასოფლელების კუთვნილი 1 470 170 ლარისა და 6 600 დოლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა შეგროვებული მსხვილფეხა პირუტყვი საზღვარგარეთ გაყიდეს, თუმცა რეალიზაციით მიღებული თანხა ხალხს აღარ გაუნაწილეს.

ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს - ქვემო ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს შეუთანხმდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდდნენ. შეთანხმების თანახმად, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა თანასოფლელებს შორის უნდა განაწილებულიყო.

ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია განახორციელეს, თუმცა შეთანხმებული პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს.

პოლიციამ ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავა
  2. ალიაოპოზიციურიდააკავეს 2 პირი, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტს თაღლითურად დაუფლნენ
  3. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს შეუთანხმდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდდნენ. შეთანხმების თანახმად, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა თანასოფლელებს შორის უნდა განაწილებულიყო. ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია განახორციელეს, თუმცა შეთანხმებული პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს. პოლიციამ ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები