პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დააკავეს 2 პირი, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტს თაღლითურად დაუფლნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, მარნეულში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 დოლარს მსხვილფეხა პირუტყვის საზღვარგარეთ რეალიზაციის საბაბით თაღლითურად დაეუფლნენ.

დააკავეს 2 პირი, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტს თაღლითურად დაუფლნენ
ალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს შეუთანხმდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდდნენ. შეთანხმების თანახმად, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა თანასოფლელებს შორის უნდა განაწილებულიყო.

ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია განახორციელეს, თუმცა შეთანხმებული პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს.

პოლიციამ ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს - ქვემო ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა
  2. იმედინიუსისამთავრობოქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავა
  3. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს – შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები