ლევან მახაშვილი – მნიშვნელობა არ აქვს, 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეები საკუთარ ქმედებას გულწრფელად ინანიებენ, თუ პოლიტიკური სტრატეგიისთვის იყენებენ, მთავარია, საზოგადოებამ დანაშაული დაინახა
ლევან მახაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენები ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო და მონაწილეთა მოტივაციის მიუხედავად, მთავარია, რომ საზოგადოებამ მომხდარი დანაშაული დაინახა.

მნიშვნელობა არ აქვს, 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეები საკუთარ ქმედებას გულწრფელად ინანიებენ, თუ ასეთ ნაბიჯებს პოლიტიკური სტრატეგიისთვის იყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რა მოხდა საქართველოში.
„4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებმაც აღიარეს, რომ ეს ის ქმედებები იყო, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში, 4 ოქტომბრამდე
აანონსებდნენ. ეს იყო ძალადობრივი მეთოდებით სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლის და დამხობის მცდელობა, მკაფიოდ სხვადასხვა ფორმებში გამოხატული, იქნებოდა ეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელებზე შტურმი, თუ სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი ქმედებები. აქ მთავარი სწორედ ეს არის. სამართლებრივი შეფასებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოტივაციათ აღიარეს დანაშაული. მთავარია, დანაშაული მოხდა და საზოგადოებამ დანაშაულები დაინახა. მთავარია, სახელმწიფო საუკეთესო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებმაც აღიარეს, რომ ეს ის ქმედებები იყო, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში, 4 ოქტომბრამდე აანონსებდნენ. ეს იყო ძალადობრივი მეთოდებით სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლის და დამხობის მცდელობა, მკაფიოდ სხვადასხვა ფორმებში გამოხატული, იქნებოდა ეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, პოლიციელებზე შტურმი, თუ სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი ქმედებები. აქ მთავარი სწორედ ეს არის. სამართლებრივი შეფასებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოტივაციათ აღიარეს დანაშაული. მთავარია, დანაშაული მოხდა და საზოგადოებამ დანაშაულები დაინახა. მთავარია, სახელმწიფო საუკეთესო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…