პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ რაც პარიზში დემონსტრანტებთან შეტაკებისას პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო
POSTV

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ინფორმაციას ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

შაბათს, პარიზში, დემონსტრანტებთან შეტაკების დროს გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც ჩანს ფეხზე ცეცხლმოკიდებული პოლიციელი, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ეს შემთხვევა საფრანგეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრანტებიც დაშავდნენ.

პოლიციელმა, რომელმაც კოჭის არეში დამწვრობა და ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ფრანგულ გაზეთ “Le Figaro-ს” განუცხადა, რომ გამოყენებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობა „განსაკუთრებით დახვეწილი“ იყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ პოლიციის კორდონის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლა, მისი შეფასებით, „მკვლელობის მცდელობაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველები დამნაშავეების იდენტიფიცირებასა და დაკავებაზე მუშაობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპარიზში, აქციების დროს დემონსტრანტების მიერ „მოლოტოვის კოქტეილის" სროლის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - ფაქტი მკვლელობის შესაძლო მცდელობად შეფასდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მკვლელობის მცდელობაა“
ლორან ნუნიესმა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს კიდევ 565 ადამიანი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები