პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მძიმე ტრავმა და მსოფლიო ფეხბურთის მხარდაჭერა - ხვიჩა კვარაცხელიას რთული გზა მოედანზე დასაბრუნებლად

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც მას ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელის. ქართველ ფეხბურთელს მხარდაჭერა მსოფლიო ვარსკვლავებმა და თანაგუნდელებმა გამოუცხადეს.

მძიმე ტრავმა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მხარდაჭერა და გულშემატკივართა მოლოდინი - ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო მთავარი ყურადღება ახლა ქართველი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესსა და მოედანზე დაბრუნებაზეა გადატანილი.

რონალდო, ნეიმარი, დონარუმა, ფერან ტორესი, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი - მსოფლიო ფეხბურთი კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს.

"შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის" - ასე გამოხმაურა კვარაცხელიას ჯანმრთელობას მისი ბავშვობის კუმირი, ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი რონალდო.

მხარდაჭერა გამოთქვა პსჟ-ის ოფიციალურმა გვერდმა.

კვარაცხელიას მხარდაჭერა თანაგუნდელებმაც გამოუცხადეს. აშრაფ ჰაკიმი და დეზირე დუე იმ ცნობილ ფეხბურთელებს შორის იყვნენ, რომლებმაც ხვიჩას გამოჯანმრთელება უსურვეს.

კაპიტანს ამხნევებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც. კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრები პირველად კაპიტნის სამკლავურით წელს, ისრაელთან მატჩში გაიყვანა.

მძიმე დიაგნოზის შემდეგ პირველი ემოციური მიმართვა თავად ხვიჩა კვარაცხელიამ გაავრცელა. ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი. ქართველ ვარსკვლავს ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელის. ბარსელონასთან მატჩის 58-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის მცველ ხავი ესპარტთან სათამაშო ეპიზოდში ჩაერთო. უკან დაბრუნებისას ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მოედნის დატოვება სამედიცინო პერსონალის დახმარებით მოუწია.

ჯერჯერობით ოპერაციის ჩატარების თარიღი უცნობია. ახლა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის აღდგენა და მოედანზე დაბრუნების რთული გზის გავლაა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები