ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა" - ხვიჩა კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ცნობით, „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია სჭირდება და სავარაუდოდ 9 თვეს გამოტოვებს.

"ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა" - ხვიჩა კვარაცხელია სეზონს გამოტოვებს
"ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა" - ხვიჩა კვარაცხელია სეზონს გამოტოვებსBM.GE

"პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურმა გვერდმა "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა.

,,გუშინ "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ქართველი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს." - წერია პარიზელთა განცხადებაში.

აღნიშნული ტრავმის შედეგად, სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის თამაშს მიმდინარე სეზონში აღარ უნდა ველოდოთ. რეაბილიტაციის პერიოდად დაახლოებით 9 თვე სახელდება.

კვარაცხელიამ ტრავმა "ბარსელონას" მარჯვენა მცველ ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა ისე, რომ მარჯვენა ფეხს მოედანზე ვეღარ ადგამდა.

კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ტრავმის შემდგომ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მიღებულ დაზიანებაზე და მისგან მიღებულ იმედგაცრუებაზე საუბრობს: "ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით." - წერს კვარაცხელია

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით.“
„მარჯვენა მცველ ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა ისე, რომ მარჯვენა ფეხს მოედანზე ვეღარ ადგამდა. კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ტრავმის შემდგომ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მიღებულ დაზიანებაზე და მისგან მიღებულ იმედგაცრუებაზე საუბრობს:“
ხვიჩა კვარაცხელია
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები