ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
„ეკიპის“ ინფორმაციით, „პსჟ-ს“ ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაციას მომავალი კვირის დასაწყისში დოჰაში, „ასპეტარის“ კლინიკაში ჩაუტარებენ.

პსჟ-ს ტრავმირებულ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაციას კატარის დედაქალაქ დოჰაში გაუკეთებენ, - იტყობინება „ეკიპი“.
გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას ოპერაციას მომავალი კვირის დასაწყისში „ასპეტარის“ კლინიკაში გაუკეთებენ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პარიზული გუნდის ფეხბურთელები, უკვე დიდი ხანია ამ კლინიკაში მკურნალობენ, განსაკუთრებით კი მძიმედ დაშავების შემდეგ.
აღნიშნულია, რომ, სამწუხაროდ, ხვიჩას წინ რთული აღდგენითი პროცესი ელის, თუმცა საუკეთესო სპეციალისტების ხელში იქნება და ასევე კლუბი და თანაგუნდელები ყოველდღიურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…