0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
ერედივიზიონის მე-11 ტურში ირაკი იეგოიანის „ექსელსიორი“ საკუთარ მოედანზე „ტვენტესთან“ 0:9 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრაში 63-ე წუთამდე ითამაშა.

ერედივიზიონის მე-11 ტურში „ექსელსიორი“ საკუთარ მოედანზე „ტვენტესთან“ 0:9 დამარცხდა.
მასპინძლები ნესტო გრუნის გაძევების გამო დებიუტშივე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, სტუმრებმა კი მეტოქე დაჯაბნეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. ვაუტ ვეგჰორსტმა პოკერი შეასრულა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ირაკი იეგოიანმა 63-ე წუთამდე ითამაშა.
„ექსელსიორმა“ ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 11 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 8 ნოემბერს „გოუ ეჰედ იგლზს“ უმასპინძლებს.
როტერდამი. „ვაუდეშტაინი“
ექსელსიორი - ტვენტე 0:9
გოლები: ვეგჰორსტი (12), 0:2 ვეგჰორსტი (32), 0:3 ვეგჰორსტი (33), 0:4 დე ბელტი (39), 0:5 როტსი (45+1), 0:6 ბავუა (49), 0:7 ვეგჰორსტი (62, პენ), 0:8 ზერუკი (71, პენ), 0:9 როტსი (82)
გაძევება: გრუნი (6, ექსელსიორი)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…