იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ერედივიზიონის მეათე ტურში „ექსელსიორი“ „სიტარდისთან“ 0:1 დამარცხდა — სტუმართა შემტევმა ირაკლი იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ერედივიზიონის მეათე ტურში „ექსელსიორი“ გასვლაზე „სიტარდისთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის შემტევმა ირაკლი იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: Flashscore 7.0, Sofascore 6.5, Whoscored 6.1.
„ექსელსიორმა“ ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 11 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში გასვლაზე ქვედალიგურ „მაასტრიხტს“ დაუპირისპირდება.
სიტარდი. „ფორტუნა“
სიტარდი - ექსელსიორი 1:0
გოლი: გუტი (90+1)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…