იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
ირაკლი იეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში „გოუ ეჰედ იგლზთან“ 0:1 წაგებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. „ექსელსიორი“ ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-15 ადგილზეა.

ერედივიზიონის მე-12 ტურში „ექსელსიორი“ სახლში „გოუ ეჰედ იგლზთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ირაკლი იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: Sofascore 7.5, Flashscore 7.0, Whoscored 6.7.
„ექსელსიორმა“ ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, 11 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 21 ნოემბერს გასვლაზე „ფეიენოორდს“ შეხვდება.
როტერდამი. „ვაუდეშტაინი“
ექსელსიორი - გოუ ეჰედ იგლზი 0:1
გოლი: ტენგსტეტი (72)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…