პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დრონების შეტევა „ლუკოილის“ ქარხანაზე - რუსეთის სიდიდით მე-4 ნავთობგადმმუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ

უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „ლუკოილის“ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც სიდიდით მეოთხეა ქვეყანაში, დრონებით იერიში მიიტანეს.

დრონების შეტევა „ლუკოილის“ ქარხანაზე - რუსეთის სიდიდით მე-4 ნავთობგადმმუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ
BM.GE

რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დღეს, 1-ელ ნოემბერს, დრონებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მონიტორინგის არხები ავრცელებენ.

Telegram-არხებმა Exilenova+-მა და Supernova+-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია და ვიდეომასალა, სადაც, გავრცელებული ცნობებით, NORSI-ს (იგივე Lukoil-Nizhegorodorgsintez) ქარხანაზე თავდასხმაა ასახული.

NORSI რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა და ბენზინის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც წლიურად დაახლოებით 15-17 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. საწარმო ასევე აწარმოებს ბიტუმს, დიზელსა და ავიასაწვავს, რომელიც რუსული საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.

ობიექტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინას ამ ობიექტზე იერიში წარსულშიც რამდენჯერმე აქვს მიტანილი, მათ შორის 26 აგვისტოს, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. მიყენებული ზიანის გამო საწარმომ მაშინ ფუნქციონირება დროებით შეაჩერა.

2026 წლის დასაწყისიდან უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორი მანძილის დრონებით ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს. უკრაინული მხარის სამიზნე განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საწვავის ბაზებია, რომლებიც რუსეთის ომის წარმოების უზრუნველყოფაში საკვანძო როლს ასრულებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდრონებმა ნიჟნი-ნოვგოროდში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
  2. ბათუმელებიოპოზიციურინიჟნი ნოვგოროდში უკრაინული დრონები ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში იერიშის შემდეგ ლამაზად იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები