პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლგოგრადში „ლუკოილის" ქარხანაზე დარტყმის შემდეგ ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა

ვოლგოგრადში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ადგილობრივ ავტოგასამართ სადგურებთან საწვავის რიგები დადგა.

ვოლგოგრადში „ლუკოილის" ქარხანაზე დარტყმის შემდეგ ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა
რადიო თავისუფლება

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევისა და ერთ-ერთ საწარმოში ხანძრის შესახებ განაცხადა. უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, ეს საწარმო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკაა".

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძრებია ქალაქ ვოლგოგრადის სამხრეთის სამრეწველო ზონაში მდებარე საწარმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოჩაროვს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

„ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+-ის და Exilenova+-ის ინფორმაციით, დრონებით შეტევა სწორედ ამ ქარხანაზე იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების მიხედვით, გვიან ღამით ქალაქის ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა საწვავის მომარაგების მიზნით.

დრონებით შეტევის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის რამდენიმე კერა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც დაადასტურა თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე.

ვოლგოგრადის ავტოგასამართ სადგურებთან საწვავის მარაგის შევსების მსურველთა პირველი რიგები გაჩნდა ჯერ კიდევ შეტევის დასრულებამდე.

„ლუკოილის“ ვოლგოგრადის ქარხანა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია, ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს, მაზუთს და სხვა პროდუქტებს აწარამოებს და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ამარაგებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას ადრეც არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოუკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და დონის როსტოვის საწარმო დაბომბეს
  2. ფორმულაოპოზიციურივოლგოგრადში „ლუკოილის“ ქარხანაზე დრონებით შეტევის შემდეგ ბენზინგასამართებთან რიგები გაჩნდა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლგოგრადში „ლუკოილის“ ქარხანაზე დრონებით შეტევის შემდეგ ბენზინგასამართებთან რიგები გაჩნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები