ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინამ რუსეთში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, კომის რესპუბლიკის ქალაქ უხტაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ადგილზე აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა, ხოლო რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დააწესა.

უკრაინამ რუსეთში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანატაბულა

უკრაინამ რუსეთში, კომის რესპუბლიკის ქალაქ უხტაში, ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილზე აფეთქებების, სროლისა და სირენების ხმა ისმოდა. ადგილობრივებმა ინტერნეტსივრცეში ვიდეოები გაავრცელეს, რომელშიც დრონები და შავი კვამლი ჩანდა.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) 9 ოქტომბრის დილას განაცხადა, რომ ქალაქ უხტას აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები წესდებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს ქარხანა ბენზინს, დიზელსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს. ის უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 1 700 კილომეტრით არის დაშორებული.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინამ ბაშკირეთში, გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები