პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიჟნი ნოვგოროდში უკრაინული დრონები ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში უკრაინული დრონები „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საწარმოსა და კომუნალურ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენა.

ნიჟნი ნოვგოროდში უკრაინული დრონები ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს
ბათუმელები

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში უკრაინული დრონები ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს.

უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხები ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერენ, რომ დრონების დარტყმის სამიზნე კომპანია „ლუკოილის“ ქსტოვსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

ნიჟნი ნოვგოროდის მერის ცნობით, დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც და ქალაქის ზოგიერთ უბანში გათბობისა და ელექტროენერგიის პრობლემაა.

პირველადი ინფორმაციით, დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქსტოვოს რაიონში მდებარე ქარხანამ „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიიღო.

ნავთობის ქარხანა ნიჟნი ნორვგოროდში არაერთხელ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდრონებმა ნიჟნი-ნოვგოროდში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
  2. BM.GEოპოზიციურიდრონების შეტევა „ლუკოილის“ ქარხანაზე - რუსეთის სიდიდით მე-4 ნავთობგადმმუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის ქარხანა იწვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები