საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
ლა ლიგის მეათე ტურში „ხეტაფე“ გასვლაზე „ატლეტიკთან“ 0:4 განადგურდა, სტუმართა ქართველი მცველი საბა საზონოვი კი შეხვედრაში შესვენების შემდეგ შეცვლაზე ჩაერთო.

ლა ლიგის მეათე ტურში „ხეტაფე“ გასვლაზე „ატლეტიკთან“ 0:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: Sofascore 6.3, Flashscore 6.3, Whoscored 6.1.
„ხეტაფემ“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, 9 ქულით მე-17 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავს - თასის 1/64-ფინალში გასვლაზე ქვედალიგურ „ლებრიანას“ დაუპირისპირდება.
ბილბაო. „სან მამესი“
ატლეტიკი - ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 ბერენგუერი (17), 2:0 უილიამსი (35), 3:0 პარედესი (70), 4:0 ბერჩიჩე (88)
გაძევება: მარტინი (86, ხეტაფე)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…