ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – ვინ იღებს პასუხისმგებლობას, როცა დევს ავარიულობის შესახებ დასკვნა შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის? 21-ე სკოლის ბავშვები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან

თბილისის მერმა კახა კალაძემ 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ავარიული შენობების დაცლა და მყისიერი რეაგირება აუცილებელია. მისი თქმით, მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან, მოგვიანებით კი ახალი სკოლა აშენდება.

კახა კალაძე – ვინ იღებს პასუხისმგებლობას, როცა დევს ავარიულობის შესახებ დასკვნა შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის? 21-ე სკოლის ბავშვები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან
კახა კალაძე – ვინ იღებს პასუხისმგებლობას, როცა დევს ავარიულობის შესახებ დასკვნა შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის? 21-ე სკოლის ბავშვები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიანპირველი არხი

ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების პროტესტებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია, ბაღის ან სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე კონკრეტულ უწყებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონდეს.

„შემიძლია, ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შემიძლია, ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები