კახა კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
თბილისის მერმა კახა კალაძემ 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ავარიული შენობების დაცლა და მყისიერი რეაგირება აუცილებელია ბავშვების უსაფრთხოებისთვის.

ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, შეუძლებელია, ბაღის ან სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე კონკრეტულ უწყებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონდეს.
„შემიძლია, ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს, სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2კახა კალაძე ავარიული სკოლის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
- პირველი არხიკახა კალაძე – ვინ იღებს პასუხისმგებლობას, როცა დევს ავარიულობის შესახებ დასკვნა შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის? 21-ე სკოლის ბავშვები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან
- TV პირველიკალაძე ამბობს, რომ 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით "კითხვები არ უნდა არსებობდეს"
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…