კალაძე ამბობს, რომ 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით "კითხვები არ უნდა არსებობდეს"
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს და განათლების სამინისტროს რეაგირება მყისიერი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სკოლის ავარიულობის შესახებ 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს მაინც დაიწყო და 18 სექტემბერს შეჩერდა, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია.

კახა კალაძე ამბობს, რომ 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით "კითხვები არ უნდა არსებობდეს" - თბილისის მერი დღეს ჟურნალისტებთან ირწმუნებოდა, რომ განათლების სამინისტროს მყისიერი ჰქონდა რეაგირება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე, არადა დასკნა 10 სექტემბერს გაიცა, 21-ე სკოლაში კი სასწავლო წელი 15 სექტემბერს მაინც დაიწყეს, 18-ში კი დახურეს.
"სკოლაში რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს კალაძემ.
„შემიძლია ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობილია, რა ჩაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 21-ე საჯარო სკოლაზე გაცემულ დასკვნაში - დოკუმენტი "პირველებმა" მოიპოვა.
დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება 2025 წლის სექტემბერში მოითხოვეს, სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს დასკნის მომზადება, რომელიც საბოლოოდ 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესეი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს.
დასკვნა, რომელიც 9 თვე იწერებოდა, სულ 9 გვერდიანია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.
მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.
ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2კახა კალაძე ავარიული სკოლის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
- იმედინიუსიკახა კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
- პირველი არხიკახა კალაძე – ვინ იღებს პასუხისმგებლობას, როცა დევს ავარიულობის შესახებ დასკვნა შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის? 21-ე სკოლის ბავშვები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან
ციტატები სტატიიდან
„სკოლაში რამე რომ ჩამოვარდეს სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…